Home
Category
TV Live Menu
Loading data...

5 წელი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებიდან - რა ვითარებაა ბაზარზე?

BM.GE
22.05.23 23:15
74
პანდემიის შემდეგ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება და მონიტორინგი შემსუბუქებულია - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ცენტრის დირექტორმა გიორგი მაღრაძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, დარღვევები ძირითადად ჰორეკა სექტორში და ქსელურ მარკეტებში არა თამბაქოზე, არამედ ელექტრო სიგარეტებსა და გასახურებელ თამბაქოზე ფიქსირდება. მისი თქმით, ამ პროდუქტის რეკლამირება აქტიურად ხდება და ის სავაჭრო დახლებზე ხელმისაწვდომ და ხილულ ადგილზეა განთავსებული, აღნიშნული პროდუქცია კი მისი განმარტებით, განსაკუთრებით მოზარდებშია პოპულარული.

Subscribe to our news

Get the main news of the day