Home
Category
TV Live Menu
Loading data...

,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

BM.GE
11.07.23 09:43
43
კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ ამ პოზიციაზე სატიშ ბჰატი წარადგინა. სატიშს აქვს ენერგეტიკის სფეროში მუშაობის 32-წლიანი გამოცდილება, ბიზნესის განვითარების და პროექტების განხორციელების მიმართულებით. მისი კვალიფიკაცია განახლებადი ენერგიის სფეროში მოიცავს, როგორც მზის ასევე ჰიდრო ობიექტების მართვას. სატიშ ბჰატი არის განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე არაერთი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. 

სატიშ ბჰატი საქართველოში კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ და შესაბამისად ბოლო ათწლეულების მანძილზე აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო ობიექტს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესს უხელმძღვანელებს. შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს დაიწყო და ოპერირებიდან დღემდე გამომუშავებული ელექტროენერგია 1700 მლნ კილოვატ საათს აჭარბებს. 


სტუმარი: სატიშ ბჰატი - ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ აღმასრულებელი დირექტორი;

საუბარს სინქრონულად თარგმნის NG Georgia;

Subscribe to our news

Get the main news of the day