აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აფხაზეთის პარლამენტი „აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ ახალი კანონის მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტია.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა. მართალია, ქონების საკუთრებაში ფლობა ვერ გახდება აფხაზეთში ბინადრობის უფლების ან მოქალაქეობის მიღების საფუძველი, თუმცა, აფხაზური საზოგადოების ძირითადი ნაწილი კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება.
მათი აზრით, ახალი კანონმდებლობის მიზანი აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსების საკუთრებაში გადაცემა იქნება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მიაქცია ყურადღება ამ კანონპროექტს და შეისწავლა ის განწყობები, რაც ამ კანონპროექტთან მიმართებით არსებობს.
სტუმარი: ანა გახოკიძე - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;