Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ავიაციისსიახლეები: თურქეთის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 45,7%-ით გაიზარდა

BM.GE
14.11.22 10:38
126
მომავალ წელს საქართველოში ავია ბაზრის სრულად აღდგენის მოლოდინია. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რომელიც გასულ კვირაში ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის. ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველო და EUROCONTROL-ი შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობენ, რაც მომავალშიც ასევე გაგრძელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day