Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავტომობილებით ვაჭრობა გაიზარდა - როგორია 2023-ის პროგნოზი?

BM.GE
09.01.23 12:31
85
2022 წელს საქართველოში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა, მზარდია ბიუჯეტში ავტომობილების განბაჟებისას გადახდილი აქციზის გადასახადის მოცულობაც. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში, ავტომობილების აქციზით დაბეგვრიდან ბიუჯეტში 202.4 მლნ ლარის შემოსავალი შევიდა, რაც 20%-ით ანუ 34.1 მლნ ლარით მეტია 2021 წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2021 წელს 12 თვეში ავტომობილების განბაჟებისას გადახდილი აქციზის ჯამური მოცულობა 185.3 მლნ ლარი იყო. საქართველომ 11 თვეში 1.39 მლრდ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შეიძინა, ზრდა 66%-ია. ეროვნული ბანკის შეფასებით, ამ მკვეთრ ზრდაში ასევე ასახულია მსუბუქ ავტომობილებზე მკვეთრად მომატებული ფასებიც. რეექსპორტზე კი, ამავე პერიოდში 762.8 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა, 82%-ით მეტი, ვიდრე შარშან. ავტომობილების ნაწილი კი, ქვეყნის ავტოპარკს შეემატა.

სტუმარი: კახა ლომიძე - "კავკასიის ავტოიმპორტის" მარკეტინგის მენეჯერი;

Subscribe to our news

Get the main news of the day