საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას კვლავ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. BAG-ი ამჯერად ტრანსპორტერს ესტუმრა, სადაც როგორც კომპანიის შოურუმში წარმოდგენილ პროდუქციას, ასევე სამუშაო პროცესს გაეცნენ. კომპანია ტრანსპორტერი ქართულ ბაზარზე 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით რეგიონში 80-მდე წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა. რაც შეეხება ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობას, ტრანსპორტერი BAG-ის წევრ კომპანიათა რიგებში 2022 წლიდან ეწერება და როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, BAG მათ საქმიანობის ბიზნეს საქმიანობის უკეთ წარმართვასა და სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტაში ეხმარება.