Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#ბიზნესი​ ახალი შეზღუდვების მოლოდინში

BM.GE
08.04.21 12:59
385
ბოლო დღეების განმავლობაში გაზრდილი ინფიცირებულების რაოდენობის გათვალისწინებით, აქტიურად დაიწყო საუბრები ქვეყანაში ახალი შეზღუდვების ამოქმედებაზე. კონკრეტულად რას შეგვიზღუდავენ ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებები მიღებული არ არის და ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში დადებითობის პროცენტულ მაჩვენებელზე. თამარ გაბუნიას განმარტებით, პრევენციის ზომები გამკაცრდება იმ შემთხვევაში თუკი ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება. დღეის მონაცემებით ეს მაჩვენებელი უკვე 2.42%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნიშნულზე ინფიცირებულების შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ძველი მენიუ უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ვინ არის ვირუსის მთავარი გამავრცელებელი - ამ კითხვაზე NCDC-ის ხელმძღვანელმა გუშინ განმარტა, რომ ქვეყანაში ქორწილების და ქელეხების გამო შექმნილი 10 კლასტერი ცირკულირებს.

რამდენად ხშირია ბიზნესის მხრიდან გადაცდომები და იქნება თუ არა საკორდინაციო საბჭოსთვის შრომის ინსპექციის მხრიდან გაცემული რეკომენდაცია რომ შეზღუდვების ახალი ტალღა მათზე გავრცელდეს, -ამ კთხვასზე შრომის პირობების ინსპექტირების ხელმძღვანელი კონკრეტულ პასუხს არ გვცემს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარ შესასრულებელ მოთხოვნად ისევ დაწესებული რეკომენდაციების შესრულება რჩება. ვინ მოჰყვება შეზღუდვების ახალ ტალღაში და როგორ აფასებს ბიზნესის არსებულ ეპიდვითარებას?

სტუმარი: პაატა კაჭარავა - სავაჭრო ცენტრი ,,საბას“ მფლობელი



Subscribe to our news

Get the main news of the day