Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი – ეფექტიანობის შეფასება

BM.GE
17.02.23 11:15
99
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018-2021 წლებში აუდიტის სამსახურის საქმიანობას აფასებს. დოკუმენტის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენის აპარატს თავად ამ უწყების საქმიანობის ცნობადობის ამაღლებისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს. “2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არ განხორციელებულა საკმარისი ღონისძიებები მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით, რაც გავლენას ახდენს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობაზე,” - ნათქვამია დოკუმენტში. აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს დღემდე არ აქვს განსაზღვრული სამსახურის დებულება.

“კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, იქმნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომლის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით. როგორც წესი, დებულებაში ასახული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მოვალეობები, ანგარიშვალდებულება, მუშაობის ზოგადი პრინციპები. ასევე, აპარატის ძირითადი ამოცანაა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ანალიტიკური, ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 2015 წლის 5 ივნისიდან საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტმა საქმიანობა განაგრძო განახლებული სახელწოდებით და ფუნქციებით. მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, დღემდე არ არის დამტკიცებული დებულება, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: ბიზნესსუბიექტების განცხადებებზე რეაგირების ნაკლოვანებები; განცხადებების მიღების ელექტრონული პორტალის ტექნიკური ხარვეზები; დოკუმენტურად დაუდასტურებელი გაცემული რეკომენდაციები და შუამდგომლობები; რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ნაკლოვანებები და საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის ნაკლოვანებები.

სტუმარი: რაულ აგიკიანი - "აი.ელ.სი"-ს დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day