2021 წლის 6 თვის სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების მიერ დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული პირდაპირი პრემიის მოცულობამ 448.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც სამედიცინო დაზღვევაზე 194.9 მლნ ლარი მოდის, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13.7%-ით აღემატება. სადაზღვევო ბაზარი იზრდება, თუმცა ზრდის დაჩქარებისთვის, წლებია კომპანიები სავადებულო დაზღვევის შემოღებას ითხოვენ, რომელიც ავტომფლობელებისთვისაა და მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევას გულისხმობს, თუმცა უშედეგოდ. ბაზრის შედარებით მცირე მოთამაშეები, არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოც საუბრობენ და ამას სექტორის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ აქტორადაც მოიარებენ.