„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებისთვის ვეტოს დადების გამო საქართველოს პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს. „საპრეზიდენტო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა გიორგი მარგველაშვილის პრაქტიკას და აცხადებდა, რომ ის არ იქნებოდა ვეტომდებელი და ასე შემდეგ, თუმცა ასეთი ვეტო მარგველაშვილსაც არ დაუდია“, - უთხრა მან საქართველოს პირველ არხს.
ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებების საჭიროება და შემდეგ ვეტოს დაძლევა იმით ახსნა, რომ ინფლაციასთან თუ ეროვნული ვალუტის რყევებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, კრიტიკის ობიექტი ხელისუფლება ხდება, ამიტომ მმართველ გუნდს გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან კომპეტენტური, დამოუკიდებელი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვითარებას ასე არ ხედავს და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ მიანიშნებს ე.წ. სთენდ–ბაი პროგრამის შესაძლო შეჩერების პერსპექტივაზეც.
სტუმარი: მიხეილ კუკავა - IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების ხელმძღვანელი;