Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთი - #1 საექსპორტო ბაზარი

BM.GE
29.01.21 11:06
560
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან საქართველომ 2017 წლის 13 მაისს მოაწერა ხელი, ერთი წლის შემდეგ (2018 წლის 27 ივნისს) ამოქმედდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჰონგ კონგთან. აღნიშნული შეთანხმებების წყალობით, საქართველომ მოიპოვა წვდომა ბაზრებზე, რომელთა წილიც გლობალურ მშპ-ში, 2019 წლის მდგომარეობით 40,2%-ი იყო.

პანდემიურ 2020 წელს, როცა ვირუსმა მათ შორის მიწოდების ჯაჭვებიც სერიოზულად არია, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 113%-ით, $476 მილიონამდე გაიზარდა. ჩინეთში ექსპორტის ზრდა სპილენძის მადნებს უკავშირდება, რისი ექსპორტიც წელს გაორმაგდა.

სტუმარი: გედევან დარასელია - აქტო ჯგუფის ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day