Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში - რა სტანდარტის დაკმაყოფილებას სთხოვენ კლინიკებს 1 სექტემბრიდან?

BM.GE
19.07.23 12:05
35
ჯანდაცვის სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 სექტემბრიდან ძალაში შედის რეანიმაციის და ქირურგიის ახალი სტანდარტები, რომელიც აწესებს შესაბამის პირობებს მათ შორის რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სტანდარტი განსაზღვრავს, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთ საწოლზე, როგორ უნდა იყოს განლაგებული და მოწყობილი შენობა. რეგულაციები ითვალისწინებს ასევე პალატების და მიმღებების მოცულობის გაზრდას. ახალი რეგულაციებით ორ საწოლზე რეანიმაციაში ერთი ექთანი უნდა იყოს, ანუ 10-საწოლიან რეანიმაციაში 5 ექთანი უნდა მუშაობდეს, რაც, კლინიკების წარმომადგენლების თქმით, ფიზიკურად არ არსებობს. სავარაუდოდ სექტემბრიდან, ძალაში შევა ასევე მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ კიდევ ერთი რეგულაცია და კლინიკებს ექიმებისა და ექთნების შემდეგ სხვა პერსონალთან მიმართებითაც მოუწევთ ხელფასის ქვედა ზღვრის დაცვა, რაც სექტორს დამატებით 9%-ით გაუზრდის სახელფასო ფონდს. 

პარალელურად სექტორი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად მზადების პროცესში არიან. სამედიცინო სექტორი ამბობს, რომ ყოველ ჯერზე ახალი რეგულაცია შემოდის, რომლის შესახებაც ამოქმედებამდე მცირე ხნით ადრე ხდება მათთვის ცნობილი, ამიტომ სექტორი გრძელვადიან სტრატეგიას ითხოვს. 

სტუმარი: მარინა დარახველიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი;

Subscribe to our news

Get the main news of the day