Home
Category
TV Live Menu
Loading data...

DRG სადაზღვევოებზე არ ვრცელდება - რა რისკებს ხედავს ინდუსტრია?

BM.GE
20.10.22 15:20
160
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების სისტემას ცვლის და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ის, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაჰყავს. თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე წლების წინ დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1 ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება. 

აღსანიშნია, რომ ეს მიდგომა მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება და არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიებზე. დარგის სპეციალისტებს შენიშვნა სწორედ ამ ნაწილში აქვს. არის მოსაზრება, რომ გაზიარებული უნდა იყოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და სადაზღვევო სექტორიც ერთიან სისტემაზე უნდა გადავიდეს. ჩვენი ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი მუშაობს თემაზე და პირდაპირ ეთერში გვიერთდება.. ელენე, როგორია კერძო სექტორის არგუმენტები?

Subscribe to our news

Get the main news of the day