“ელიტ ელექტრონიქსს” იტალიური ბრენდის Tomasella-ს წარმომადგენლობა ეწვია
BM.GE
02.12.22 09:19
• 92
რამდენიმე კვირის წინ, კომპანია ელიტ ელექტრონიქსმა ქავთარაძის N1-ში ახალი კონცეფციის მაღაზია წარუდგინა მომხმარებელს. 3500 კვადრატულზე განთავსებული სივრცე მოიცავს ციფრული, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის უნიკალურ შერწყმას, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში სრულად აღჭურვოს სახლი.