Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ენგურჰესი ჩერდება - ენგურჰესი, აფხაზეთი და მთავრობის დილემა

BM.GE
25.11.20 18:30
588
2021 წლის იანვრის ბოლოდან ენგურჰესი, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, სამი თვით სრულად გაჩერდება. მიზეზი მისი რეაბილიტაციაა, რომელიც 2018-2019 წლებშიც იგეგმოდა, მაგრამ გადაიდო. პოექტი 48 მლნ ევრო ჯდება და მას EBRD აფინანსებს. რაბილიტირებული ენგურჰესი აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან უნდა ამუშავდეს. ასეთია ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პროგნოზი. რა გამოწვევას ქმნის ენგურჰესის სრულად გაჩერება საქართველოსთვის და განსაკუთრებით აფხაზეთისთვის?

Subscribe to our news

Get the main news of the day