Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EU-ს სანქციების XI პაკეტი - რა შეიცვლება საქართველოსთვის?

BM.GE
27.06.23 10:16
74
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. სანქციების ბოლო პაკეტი ახალ შეზღუდვებსა და აკრძალვებს სავაჭრო, სატრანსპორტო, ენერგორესურსებისა და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით აწესებს. მათ შორის საქართველოსთვის განსაკუთრებით საყურადღებო და პრინციპში არა მხოლოდ საქართველოსთვის ის არის რომ იკრძალება მოწინავე ტექნოლოგიისა და ავიაციასთან დაკავშირებული მასალების ტრანზიტი, რაც გულისხმობს, რომ ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებისთვის საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქტების რუსეთის გავლით გატანა ვერ მოხდება. 

იკრძალება ევროკავშირიდან რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი. მათ შორისაა ყველა ახალი და მეორეული მანქანა, რომელთაც 1900 სმ³-ზე მეტი ძრავა აქვთ, ყველა ელექტრო და ჰიბრიდული მანქანა. 

იკრძალება რუსეთისთვის ინტელექტუალური საკუთრების უფლების, ლიცენზიების მიყიდვა და გადაცემა. საქმე ისაა, რომ რამდენიმე კომპანია, რომელმაც სანქციების გამო პროდუქცია ვერ გაყიდა რუსეთში, მოსკოვს მათი წარმოების უფლებას გადასცემდა. ახალი სანქციები აღნიშნული სქემით მუშაობასაც შეზღუდავს. 

ასევე Politico წერს, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან სანქციები გაამკაცროს. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ გამკაცრებული სანქციები ამ პროცესების შეფერხებას გამოიწვევს. თუ გარკვეული ქვეყნები დასავლეთის სანქციებს ვერ შეასრულებენ ან ვერ ახსნიან აკრძალული საქონლით რუსეთთან ვაჭრობის უეცარ ზრდას, მათ, შესაძლოა, ევროკავშირის მიერ დასანქცირება დაემუქროთ.

სტუმარი: გიგი გიგიაძე - EPRC-ის უფროსი მკვლევარი;

Subscribe to our news

Get the main news of the day