Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფერმერები საძოვრებს 3-წლიანი იჯარით მიიღებენ

BM.GE
08.11.21 12:25
353
ფერმერები საძოვრებს აუქციონით, 3-წლიანი იჯარით მიიღებენ - ახალი პროგრამა ძალაშია. კერძოდ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.- ვკითხულობთ მთავრობის დადგენილებაში.

სტუმარი: ბექა გონაშვილი - საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე

Subscribe to our news

Get the main news of the day