Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbes​ #30UNDER30​ - ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დამაარსებელი

BM.GE
12.01.21 11:52
533
საქართველოში ”თავისუფალი უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ თამარ მენთეშაშვილმა, რომელიც დღეს ჩინეთში ბლოკჩეინ ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დამაარსებელია, სწავლა ედინბურგში მაგისტრატურაზე, საბანკო სამართლისა და ფინანსების მიმართულებით გააგრძელა. მოგვიანებით, უნივერსიტეტის რეკომენდაციით შანხაიში, Jiao Tong-ის უნივერსიტეტმა მიიწვია, რათა ფინანსური ინოვაციების შესახებ თავისი კვლევა გაეგრძელებინა. თავდაპირველი გეგმა გულისხმობდა, ერთ სემესტრს, რომელიც ორად გადაიქცა, რასაც მოჰყვა სადოქტორო პროგრამა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კვლევითი ცენტრი. თამარი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი მათთვის, ვინც საკუთარი ულიმიტო შესაძლებლობების აღმოჩენის პროცესშია. დღეს თამარ მენთეშაშვილი ბლოქჩეინ სფეროში რამდენიმე წარმატებული კომპანიის მრჩეველთა ბორდის წევრია, სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში კონსულტაციას უწევს რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2018 წელს დასახელდა ბლოქჩეინ სივრცეში წამყვან მდედრობითი სქესის წარმომადგენლად. თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში არსებულ ბლოკჩეინ ლაბორატორიებთან როგორც ერთ-ერთი ასეთი საზოგადოების დამფუძნებელი და წარმომადგენელი და პარალელურად ცდილობს მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას ინოვაციური ტექნოლოგიების სექტორით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სტუმარი: თამარ მენთეშაშვილი - Jiao Tong University Blockchain Hub, დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day