Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbes30under30: #Trice – მრავალენოვანი ჩატი მყისიერი თარგმნის ფუნქციით

BM.GE
23.11.21 14:29
283
"თრასი" -  კომუნიკაციის მარტივი საშუალებაა, რომელიც ტექნოლოგიების დახმარებით, ენობრივი ბარიერისგან მომენტალურად გვათავისუფლებს. უფრო გარკვევით რომ ავხსნათ, „თრასი“ აპლიკაციაა ჩატ, ვიდეო და აუდიო თარგმნის ფუნქციით, ანუ ყველასთან გასაგებ ენაზე საუბრის შესაძლებლობით. მისი კონცეფცია და გეზი ადამიანების ციფრული კომუნიკაციის საზღვრების მოხსნა და ახალი, მრავალენოვანი საკომუნიკაციო სერვისების ადამიანებამდე მიტანაა, რათა მომხმარებელს ყოველდღიური ცხოვრება გაუმარტივდეს. პროდუქტი უკვე დაიტესტვა საქართველოში და ეტაპობრივად, ქვეყნების არეალიც ფართოვდება. სამომავლოდ, კი იგეგმება მედიცინის ინდუსტრიაშიც დაინერგოს პლატფორმა, რადგან სექტორში მაღალია მოთხოვნა და თანაც მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ინფორმაციის სწორი ფორმით მიღება და გაზიარება. ამ ძალიან საჭირო სიახლისა და წამოწყების უკან კი ივდით გაბესკირია დგას, რომელიც Forbes-ის 30 წლამდელთა სიის წევრი და რჩეულია.

სტუმარი: ივდით გაბესკირია - Trice, AI სათარგმნი აპლიკაციის დამფუძნებელი, #FORBES30UNDER30-ის გამარჯვებული;

Subscribe to our news

Get the main news of the day