Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Forbesკვირა - “ანალიტიკა”-ს ექსკლუზივი: რატომ გაოგნდა სავალუტო ფონდის მისია საქართველოში?

BM.GE
12.06.23 01:22
68
#Forbesკვირა - “ანალიტიკა”-ს ექსკლუზივი: რატომ გაოგნდა სავალუტო ფონდის მისია საქართველოში?

სსფ–ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა "ანალიტიკა"–ს გამოეხმაურა და ქართული ოცნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. წერილობით განმარტებაში, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“. ჯეიმს ჯონის განცხადებით, IMF-ი ვერ ხედავს ასეთი ქმედების ვერანაირ გამართლებას და შიშობს, რომ ვეტოს დაძლევა შეარყევს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში მიაღწია.

➡ელენე კვანჭილაშვილი - “ანალიტიკა”-ს ავტორი & წამყვანი;
➡გიორგი ისაკაძე - ავტორი & წამყვანი;

Subscribe to our news

Get the main news of the day