Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო

BM.GE
30.06.23 23:25
69
ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო - სატვირთო-სამგზავრო ტიპის 190-მეტრიან ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის საშუალებაც აქვს. აღნიშნულ მარშრუტზე თავდაპირველად 1 რეისი შესრულდება, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია მარშრუტის შესასრულებელ დროს 48-დან 40 საათამდე შეამცირებს, რეისების რაოდენობა გაიზრდება. როგორ უნდა იფუნქციონიროს ეფექტიანად საბორნე მიმოსვლამ საქართველოსა და რუმინეთს შორის და რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ საზღვაო კავშირს - ამ თემაზე ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას მართავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day