Home
Category
TV Live Menu
Loading data...

გაძვირდება თუ არა პური? - ბიზნესის მოლოდინები

BM.GE
17.02.23 18:14
114
რა მოლოდინები აქვს ბიზნესს და რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ჩვენ, მომხმარებლებს – შეიძლება თუ არა ამ ახალმა რეგულაციებმა გააძვიროს პური ან შეამციროს ბაზარზე კონკურენცია. ყველა პროგნოზი აჩვენებს, რომ ინფლაციის წნეხი ამ დროს უკვე შემცირებული უნდა იყოს, თუმცა, ბოლომდე მოხსნილი და ტარგეტთან ახლოს მაინც ვერ იქნება.

2023 წლის იანვარში საქართველოში 9.4%-იანი ინფლაცია იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. თავად სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია 5.5% უნდა იყოს; მესამე კვარტალში 4%; ხოლო ბოლო კვარტალში 3.6%.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც ინფლაციურ მოლოდინებს ეხება, ბიზნესები ქვეყანაში ინფლაციის შემცირების ტრენდის გაგრძელებას მოელიან, თუმცა, იანვრის მაჩვენებლების მიხედვით, ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს დეკემბრის პროგნოზში იყო ასახული.

ინფლაციის ბოლო მონაცემების მიხედვით, ფასები პურსა და პურპროდუქტებზე წლიურ ჭრილში თითქმის 23%–ითაა გაზრდილი. ამას ემატება ხორბლის ბაზარზე არსებული მაღალი გაურკვევლობაც, რომელიც რუსეთ–უკრაინის ომს უკავშირდება.

სტუმარი: ალექსანდრე ყიფიანი - „ყიფიანის პურის“ დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day