Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Galt & Taggart და Curatio-ს ერთობლივი კვლევა - "ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი"

BM.GE
22.03.21 11:36
438
საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" და Galt & Taggart-მა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც ჰოსპიტალური სფეროს ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, 2019 წელს სექტორის მთლიანი შემოსავალი 2 მილიარდი ლარი იყო, აქედან ბაზრის ყველაზე დიდი წილი როგორც შემოსავლების, ასევე ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით აქვს "ევექსის" ჰოსპიტალურ ქსელს. სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები კი 2015 წლიდან უარესდება. ამასთან, სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, რომლის დაბალანსებასაც სახელმწიფო უნიფიცირებული ტარიფების შემოღებით ცდილობს.


სტუმრები: ნინო პერანიძე - Galt&Taggart, ანალიტიკოსი;
გიორგი გოცაძე - საერთაშორისო ფონდი "კურაციო", პრეზიდენტი

Subscribe to our news

Get the main news of the day