“გაოგნებულები ვართ” - რეპროდუქციული კლინიკების მიმართვა მთავრობას
BM.GE
14.06.23 19:39
• 54
ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის შეუთანხმებლობის საგანია კიდევ ერთი კანონპროექტი. ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერს მიმართავს. ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ რეპროდუქციული, მათ შორის, ინ ვიტრო განაყოფიერების, დონაციის, სუროგაციის სერვისების უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის აკრძალვა დარგს და ეკონომიკას დააზარალებს. კლინიკების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, რას არეგულირებს მთავრობა ცვლილებით, როდესაც, მათი თქმით, ქვეყნიდან ბავშვების გაყვანის პროცესი სამართლებრივად მკაცრად დარეგულირებულია.