Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Holiday Inn Tbilisi გეგმები, ხედვა და მზაობა ტურისტების მისაღებად

BM.GE
29.03.21 09:21
265
სასტუმრო ინდუსტრიამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარება სწრაფი ტემპით დაიწყო, რაც ქვეყანაში ტურიზმის წინსვლის მეშვეობით მოხდა. 2020 წლამდე სასტუმროები შენდებოდა და ბაზარზე კონკურენციაც მწვავდებოდა. ადგილობრივი ბიზნესმენების გარდა ქვეყანაში ინვესტიციებს საერთაოშირო დონის კომპანიებიც ახორციელებდნენ. 

ეს ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და მას მსოფლიო ბაზრებზე ცნობადსაც ხდიდა. ისეთი ბრენდებიც კი, რომლებიც ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციების გამართვისთვის ქვეყანაში წამყვან პოზიციებს იკავებდნენ, ამბობენ, რომ 2020 წელს განვითარების თვალსაზრისით არ აღიარებენ და ამის მიზეზიც აქვთ.

საკარანტინე სასტუმროებადაც გადაკეთდნენ და ფეხი ახალ რეალობასაც აუწყვეს. მიაჩნიათ, რომ სექტორში ვითარება დადებითობისკენ უკვე იცვლება, თუმცა მის მეტად გაუმჯობესებას 2021 წლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან, ხოლო 2019 წლის მაჩვენებლებზე დაბრუნებას 2023 წლამდე არ ვარაუდობენ.

2020 წელზე და 2021 წლის მოლოდინებზე კიდევ ერთ კომპანიაში Holiday Inn Tbilis-ში საუბრობენ, რომელიც “აჭარა ჯგუფს” ეკუთვნის, ხოლო 2010 წლიდან სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაშიც აქტიურადაა ჩართული.


სტუმარი: ნინო პატარიძე - Holiday Inn Tbilisi, გენერალური მენეჯერი


Subscribe to our news

Get the main news of the day