Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ილაპარაკე ქართულად ერთ თვეში! - ნინო ქვლივიძე ქალების ნარატივში

BM.GE
09.04.21 12:38
577

ახალი პროგრამა უცხოელებისთვის - „ილაპარაკე ქართულად 1 თვეში“ - ნინი ქვლივიძე „ქალების ნარატივში“

 

-საიდან დაიბადა პროექტის იდეა?

-იდეა დაიბადა იუსტიციის სახლში მუშაობის პერიოდიდან; ვიყავი ოპერატორი, მოდიოდნენ უცხოენოვნები. მინდოდა ქართული ენის შესასწავლად ადაპტირებული პროგრამის შექმნა და ვფიქრობ, რომ გამომივიდა. 

 

-რამდენი ხანია, რაც არსებობს MtaVarI?

-დავიწყე ამაზე მუშაობა 2018 წლიდან, იმ დროს ეს იყო ჰობის დონეზე; ვფიქრობდი რომ ამ პროექტს პერსპექტივა ჰქონდა, თუმცა გამოცდილება მჭირდებოდა. ჩემს თავზე ბევრი ვიმუშავე. სანამ ოფიციალურ სახეს მივცემდი, პირველი მოსწავლეებიც მეხმარებოდნენ გამოცდილების მიღებაში. 

 

-რამდენმა მოსწავლემ შეისწავლა უკვე ქართული - როგორია შედეგი?

-ისინი პირველივე გაკვეთილიდან ეხებიან ქართული წინადადების სწორად აწყობის ცნებას. ეს ფორმულების სახით მაქვს დაწერილი, მაქვს 2 ძირითადი ფორმულა. 

 

-სლოგანია „ილაპარაკე ქართულად 1 თვეში“  - ეს რთულად დასაჯერებელია, რა ტექნოლოგიას იყენებთ? 

-ზემოაღნიშნულ ფორმულებს, რაზეც მივიღე პატენტი. ისინი ადაპტირებულია, წარმოდგენილია განსხვავებული ხედვა ამ საკითხის მიმართ. ვიწყებთ ნულოვანი, უფასო გაკვეთილით, რომლის დროსაც ვინიშნავთ ინდივიდუალურად, ვინ რა იცის - შეიძლება ზოგმა იცოდეს, ანბანი, რიგი სიტყვები და ა.შ. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა. განსაზღვრულია გრამატიკის 7 ძირითადი გაკვეთილი. ეს არის კონკრეტულად უცხოელებისთვის. შემოტანილი მაქვს ისეთი ცნებები, როგორებიცაა წესიერი და არაწესიერი ზმნები.  

 

-ინტერესი რამდენად მაღალია?

-თავდაპირველად დავიწყე საქართველოში მცხოვრებ არაქართულენოვან მოსახლეობასთან მუშაობა, ისინი ერთმანეთსაც აგებინებდნენ პროგრამის შესახებ. გვაქვს 1 და 2 საათიანი გაკვეთილები. 2 საათიანი გაკვეთილის ღირებულება 50 ლარია, 1 საათიანის კი - 25 ლარი. 

  

-თქვენი სამოდელო კარიერა რამდენი ხანი გრძელდებოდა?

-დაახლოებით 2 წელი;

 

-პროგრამის თვალსაზრისით, როგორია სამომავლო გეგმა?

-ვფიქრობ, კარგი იქნება ეს პროგრამა სკოლის სახეს თუ მიიღებს, ამას სჭირდება ცნობადობის ზრდა, სწორი დაგეგმვა. ამ ეტაპზე, მარტო ვმუშაობ. მინდა, რომ შემოვიკრიბო დამხმარე სპეციალისტებიც.




სტუმარი: ნინო ქვლივიძე - MtaVarI-ის დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day