იპოდრომის მიმდებარედ, 2 წლის დაგვიანებით, კორტების რეაბილიტაცია იწყება
BM.GE
04.07.23 17:54
• 52
ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინვესტორ კომპანიას ადგილზე შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა 2023 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა საინვესტიციო ვალდებულებით გაწერილი პირობები გადაიხედა და პროექტის დასრულება 2 წლით გადავადდა. რატომ შეიცვალა პროექტით გაწერილი თავდაპირველი ვადები და რა რაოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება იპოდრომის მიმდებარედ არსებულ ე.წ ყოფილი კორტების ტერიტორიაზე?