იტალიაში, გვალვის გამო, წყლის გამოყენებაზე ამკრძალავი ზომები დაწესდა
BM.GE
07.07.22 09:34
• 209
ოთხთვიანი უნალექობის ფონზე ჩრდილოეთ იტალია უმძიმეს პირობებში, გვალვას ებრძვის, რომლის მსგავსი, 1952 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მდინარეები დამშრალია, მტებში თოვლი არაა, ყოველ დღე ხანძრის შემტხვევები ფიქსირდება და ამკრძალავი ზომების დაწესებაც უკვე დაიწყეს, იმისათვის, რომ წყლის გამოყენება მხოლოდ აუციელებლობის შემთხვევაში მოხდეს. ამიტომაც არ შეიძლება მანქანების რეცხვა, ბაღების მორწყვა და გარე ეზოს გაწმენდა. ასევე საცურაო აუზების შევსება, დეკორატიული საზოგადოებრივი შადრევნების მუშაობა და კიდევ მრავალი სხვა. მოქმედებს თუ არა შეზღუდვები ტურისტებზე და როგორ ებრძვის იტალია რეკორდულ ტემპერატურას.