Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მასალების სტანდარტი დაადგინა - რა იცვლება 1 მაისიდან?

BM.GE
14.04.23 15:38
100
1 მაისიდან ქირურგებს, ოპერაციების დროს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი სახარჯი მასალების გამოყენება მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალტექნოლოგიური ოპერაციების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალის სტანდარტის დადგენაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკები დაფინანსების ახალ დიარჯი სისტემაზე გადავიდნენ. ექიმების ნაწილი ღიად გამოვიდა და თქვა, რომ დაფინანსების ახალი სისტემა ხარისხიანი იმპლანტების გამოყენების შესაძლებლობას არ აძლევთ. სამინისტრომ ტარიფების გაზრდის საჭიროება ვერ დაინახა და კონკრეტული სტანდარტი განუსაზღვრა ექიმებს, თუ რა მასალა უნდა გამოიყენონ ოპერაციული ჩარევებისას. რას გულისხმობს რეგულაცია და როგორ ხვდება ცვლილებებს კერძო სექტორი?

Subscribe to our news

Get the main news of the day