Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კავკასიის უნივერსიტეტი - 5-წლიანი საინვესტიციო გეგმა

BM.GE
28.12.21 16:09
397
"კავკასიის უნივერსიტეტი“ თიბისი ბანკის მხარდაჭერით, 5 წლის ვადაში, ჯამში, $200 მლნ-იანი ღირებულების პროექტებს განახორციელებს.  „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტ -  კახა შენგელიას თქმით, ბათუმში 20 000 კვადრატულ მეტრზე ახალი უნივერსიტეტი შენდება, რომელიც ისეთ ფაკულტეტებს გააერთიანებს, როგორიც არის საზღვაო სკოლა.მისივე თქმით, ამ დროისთვის თბილისში სპეციალურად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰოსპიტალის მშენებლობაც მიმდინარეობს.

„ბათუმში უზარმაზარი კამპუსი შენდება, ეს იქნება სრულიად ახალი უნივერსიტეტი, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი, ახალი ფაკულტეტებით. ასევე, ვგეგმავთ სტუდენტებს სასტუმროს მენეჯმენტი შევასწავლოთ, სწორედ ამისთვის კამპუსის ფარგლებში რესტორანი და სასტუმრო აშენდება, რათა ქართველმა თუ უცხოელმა სტუდენტებმა ყველაფრის შესწავლა ადგილზევე შეძლონ. ამასთან, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თბილისში ჰოსპიტალს და დიდ კამპუსს ვაშენებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო სკოლების განვითარების მიზნით, ჯერ ბათუმში, შემდგომ თბილისსა და რეგიონებში სკოლების აშენებასაც ვაპირებთ; გვსურს, ყველა რეგიონში ერთი კარგი სკოლა გვქონდეს, ეს არის ჩემი ამბიცია“, - აღნიშნავს კახა შენგელია.

გიორგი ისაკაძე - Forbes Georgia, მთავარი რედაქტორი;
გოგა თხელიძე - TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე;
კახა შენგელია - "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტი

Subscribe to our news

Get the main news of the day