ჩვენ ყურადღების გამახვილება ერთ დანიურ კომპანიაზე გადავწყვიტეთ, რომელიც აგერ უკვე 30 წელია საქართველოდან კავკასიური სოჭის თესლის ექსპორტს ახორციელებს და ევროპაში სანერგე მეურნებაში რაჭიდან წაღებული თესლით საშობაოდ ნერგებს ზრდის და მათ რეალიზებას ევროპის რამდენიმე ქვეყანასი ახდენს. კომპანია Fair Trees-ში ამბობენ რომ ევროპელების მხრიდან კავკასიური სოჭის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. რაჭიდან კავკასიური სოჭის ევროპის მიმართულებით მოგზაურობისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ ვრცლად ვიქტორია მღებრიშვილის სიუჟეტში ნახავთ.