Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომპანია, რომელიც საქართველოში 1200 დეველოპერის დასაქმებას აპირებს

BM.GE
08.11.21 10:23
497
რამდენიმე კვირის წინ ინვესტიციებს გადაჩვეულ ქვეყანაზე და ძალიან მაგარ გარიგებაზე საერთაშორისო მედია ალაპარაკდა. ერთ-ერთი მსხვილი გარიგების შედეგად ქართული საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი ესპანურმა საერთაშორისო კომპანიამ, Making Science-მა შეისყიდა.

Making Science საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიაა, რომელიც Sweeft Digital დადებული გარიგების შედეგად პირველ ეტაპზე 6 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს და 3 წლის განმავლობაში დაასაქმებს 1200-მდე დეველოპერს.

ასე რომ ახლა უკვე 4 ქართულ დალისტულ კომპანაისთან ერთად Making Science-ის აქციების დინამიკასაც უნდა მივადევნოთ თვალი.

თუმცა სვიფტ დიჯიტალი ყურადღებას და საერთაშორისო დაკვეთებს არც მანამდე უჩიოდა. მისი პორტფელის აწყობა და შევსება 2017 წლიდან იწყება, როცა ის ბაზარზე პირველად გამოჩნდა და მას შემდეგ კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს როგორებიცაა აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით უზრუნველყოფა.

ამ ეტაპზე კომპანია 196 ადამიანს ასაქმებს თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და თუ მარტივი მათემატიკით დავითვლით და საშუალო სტატისტიკური დეველოპერის ხელფასს გამოვითვლით, ასეთი მსხვილი კომპანიის საქართველოში საქმიანობა, რომლისთვისაც დასაქმების ბაზარი მთელი მსოფლიოა ნიშნავს, რომ ყოველწლიურად რამდენიმე მლნ დოლარის შემოსავალი უნდა გაჩნდეს ქართულ ეკონომიკაში.




Subscribe to our news

Get the main news of the day