ზესტაფონში, სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ში ღია კარის დღე, გაიმართა, რომელსაც კონსტრუქტ2-ში სწავლით და შემდეგ ბიქეი ქონსთრაქშენში დასაქმებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ღია კარის დღეს, სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის წარმომადგენლებთან ერთად, დამსაქმებელმა კომპანიამ, ბიქეი ქონსთრაქშენმაც უმასპინძლა. ადგილზე დამსწრე პირებს, დასაქმების პერსპექტივებთან დაკავშირებიტ ამომიწურავი ინფორმაცია მიეწოდათ. სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2 ბიქეი ქონსთრაქშენის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთო პროექტია. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე.