Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„კრისტალმა“ 25 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა

BM.GE
13.02.23 09:46
82
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა. ეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვების პირველი შემთხვევაა.

საქართველოს ბანკის, როგორც თანაინვესტორის და აზიის განვითარების ბანკის, როგორც მთავარი ინვესტორის მხარდაჭერით, ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი, 6.25 მილიონი ლარი. კრისტალის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათის ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day