Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კვლევა - ხორბლის ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობა

BM.GE
13.09.22 13:44
163
რუსეთში მარცვლეულსა და ზეთზე საექსპორტო მცურავი გადასახადი შემცირდა. 100-დან 56 დოლარამდე კლებაა ხორბალზეც და არის მოლოდინი რომ გადასახდელი 45 დოლარამდეც შეიძლება შემცირდეს. გაიაფებული მარცვლეულის პირობებში რამდენიმე თვით გაჩერებულმა საშუალო ზომის და მსხვილმა წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლეს. რუსულმა ბაზარმა ამ ჯერზე და ამ შემთხვევაში ამ სექტორს მუშაობის შესაძლბლობა მისცა. თუმცა არ არის გამორიცხული მაგალითად ერთ კვირაში შეცვლილმა ტარიფებმა ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენოს ან უბრალოდ იმპორტის აკრძალვაზე გადაწყვეტილებამ ხორბლის შეძენის შესაძლებლობა საერთოდ ჩაგვიკეტოს. არადა, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში იმპორტირებული 31.7 ათასი ტონა ფქვილიდან 99.1% რუსეთიდან შემოვიდა. 

რაც შეეხება 5 თვის მონაცემებს,5 თვეში საქართველომ 14.6 მლნ დოლარის ღირებულების 44 432 ტონა ხორბალი შეიძინა. ამ პერიოდშიც საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს წინა წლების მსგავსად კვლავ რუსეთი იკავებს, თუმცა ამ ბაზრიდან ხორბლის შესყიდვები შემცირებულია.

1. რუსეთი - 12.7 მლნ დოლარი, 37 460 ტონა;
2. ყაზახეთი - 1.3 მლნ დოლარი, 3 703 ტონა;
3. სომხეთი - 653.6 ათასი დოლარი, 3 268 ტონა.

სტუმრები:: ნიკა კაპანაძე - PMC-ის მკვლევარი;
ლევან ჯანაშია - "აგროექსპორტის" დამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day