Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ლაკრესმა” არტიზანული ყველის გაყიდვები დაიწყო

BM.GE
14.07.22 08:41
166
ბაზარზე ახალი სტარტაპი “ლაკრესი” გამოჩნდა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ისეთ არტიზანულ, უნიკალურ ყველს უწევს პოპულარიზაციას, როგორიც არის კალტი, დამბალხაჭო, ნარჩვი, სვანურ ნაარჩვსაც მოვკარი თვალი თუ იგივე არ არის, იქვეა ჩოგი და პესტოც, და რა გითხრათ, უამრავი სხვადასხვა ყველის სახეობები, რომელთა შესახებ, სირცხვილი ჩვენი და პირადად ჩემი, რომ აზრზე არ ვიყავით. ამიტომაც მადლობა ქართულ ბიზნესს, რომ გვაცნობს, გვაგემოვნებინებს იმ მივიწყებულ გემოებს, რომლითაც მოვა დრო და არც ევროპულ ქვეყნებს, და მათ ყველის სახეობებს ჩამოვუვარდებით. გარდა ყველის რეალიზაციისა, კომპანია “ლაკრესის” ასორტიმენტი მომხმარებელს ყუთების არჩევანსაც სთავაზობს, სადაც თითოეულ ყველთან ერთად სასურველი ღვინოა შეხამებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day