Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებს კომუნალურ გადასახადებს გადაუხდის

BM.GE
30.12.21 16:21
552
ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრებთა მხარდაჭერას განაგრძობს. მომდევნო 1 წლის განმავლობაში ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო ტიპის 46 სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო 6 თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად დააფინანსებს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ლიბერთის შორის მორიგი მემორანდუმი დღეს გაფორმდა. აღნინული პროექტი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება - ახალი ლიბერთის სტრატეგიის ფარგლებშიც ბანკის მთავარ პრიორიტეტად ადამიანზე ზრუნვა რჩება.

Subscribe to our news

Get the main news of the day