ვინ დაინტერესდება ანაკლიის პორტის პროექტით საბოლოოდ ივლისის შუა რიცხვებში უნდა გაირკვეს. მთავრობა იმედოვნებს, რომ კერძო პარტნიორის შერჩევა წელსვე დასრულდება, თუმცა დაანონსდა, რომ ასევე წელსვე ინვესტორის საბოლოოდ შერჩევამდე, თავად სახელმწიფო დაიწყებს პორტის სამშენებლო სამუშაოებს ჩვენ ბევრი გეგმა გვაქვს ნანახი, ბევრი დისკუსია გვაქვს მოსმენილი თუ რატომ გვჭირდება და რა შეიძლება გაკეთდეს. ბოლო პერიოდში ასევე გახშირდა პრემიერის რიტორიკაში ფრაზაც - „სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს“. როგორ ესმით ინვესტორებს ეს გზავნილი. რეალურად სახელმწიფო ვეღარ პოულობს მსხვილ ინვესტორებს თუ მათთვის ვინც ასეულობით მილიონი დოლარის საქართველოში დაბანდებას გადაწყვეტს სახელმწიფოსთან პარტნიორობა, ინვესტიციების დაცვის ერთგვარი გარანტია გახდა.
სტუმარი: ზურაბ ლალაზაშვილი - BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი