Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეტრო "ვარკეთილი" 2 თვით დაიხურება - როგორ ავირიდოთ სატრანსპორტო კოლაფსი?

BM.GE
02.02.23 11:02
119
თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტრო "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დააანონსა. მისი განცხადებით, სადგურის რეაბილიტაცია 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება, საიდანაც 2 თვით სადგური სრულად დაიკეტება. კახა კალაძის თქმით, სადგურის ზაფხულში დაიკეტება და ამის შესახებ მოსახლეობას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა 13.4-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს “ბადა ქონსთრაქშენთან” გააფორმა. აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი გამარტივებული კონტრაქტით მეტრო ავლაბრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. 

გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ თბილისის მერია მეტროსთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს. გადაწყვეტილება მიღებულია და ხელშეკრულება აღარ შეწყდება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, EBRD-ის 2021 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ ცვლილებები დამკვეთის, ანუ თბილისის მერიის ფინანსური რისკებისგან თავის არიდების გამო მოხდა და დააზუსტა, რომ რუსული კომპანია „მეტროვაგონმაში“ სანქცირებული არ არის. 

ცნობისთვის: EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ 2021 წლის დეკემბერში გაიმარჯვა. პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სწორედ EBRD-ისგან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს.მეტროვაგონმაში დედაქალაქს 49,190,000 ევროს ღირებულების 44 ვაგონი უნდა მიაწოდოს. ლარებში შესყიდვის ღირებულება 172 მილიონია. 

სტუმარი: ელენე ხუნდაძე - ექსპერტი სატრანსპორტო საკითხებში;



Subscribe to our news

Get the main news of the day