Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიკროსაფინანსო ინდუსტრია Q1 შედეგებს აჯამებს - ბიზნესის პოზიცია

BM.GE
19.05.21 12:31
440
ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 23 მილიონის მოგება მიიღეს. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში მოქმედი 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთლიანი აქტივების მოცულობა 1.54 მილიარდი ლარია.
სტატისტიკას რომ ჩავხედოთ: მისოებს საქართველოს ეკონომიკაზე 1.25 მილიარდი ლარის მოცულობის სესხები აქვთ გაცემული. კრედიტების მთლიანი რაოდენობა კი 681,000-ს შეადგენს. შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ერთი საშუალო სესხის მოცულობა 1,831 ლარია.
სალომბარდე სესხი - 568 მილიონი ლარის პორტფელი, 485,000 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 14.5 მლნ ლარი;
სამომხმარებლო სესხი - 267 მილიონი ლარის პორტფელი, 53,700 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 32.9 მლნ ლარი;
ვაჭრობის და მომსახურების სექტორზე გაცემული სესხები - 203.4 მილიონი ლარის პორტფელი, 36,500 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 11.5 მლნ ლარი;
სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები - 106.8 მილიონი ლარის პორტფელი, 21,400 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 5.9 მლნ ლარი;
განვადება - 49.2 მილიონი ლარის პორტფელი, 81,900 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 1.5 მლნ ლარი;
სხვა კატეგორიის სესხები - 9.7 მილიონი ლარის პორტფელი, 833 სესხი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 0.9 მლნ ლარი;
იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 42.4 მილიონი ლარის პორტფელი; საპროცენტო შემოსავალი პირველ კვარტალში 2.1 მლნ ლარი.
მთლიანობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაცემული სესხებიდან პირველ კვარტალში 75.4 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღეს. არასაპროცენტო შემოსავლების მოცულობა კი 8.7 მილიონი ლარი იყო.

როგორ ფასება თავად ამ სფეროს წარმომადგენელთა მხრიდან 2021 წლის დასაწყისი და რა მოლოდინები აქვთ საფინანსო სფეროს ამ ნაწილის წარმომადგენლებს პანდემიის მეორე წელს?

სტუმარი: არჩილ ბაკურაძე - "კრისტალი", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
 











Subscribe to our news

Get the main news of the day