Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიკროსაფინანსოების 2022-ის მოგება გაიზარდა - 2023 წლის პროგნოზი

BM.GE
14.02.23 10:58
102
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2022 წლის მე-4 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მიკროსაფინანსოების წმინდა მოგებამ გასულ წელს 113 685 511 ლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 32 453 293 ლარით, თითქმის 40%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მე-3 კვარტალში მისოების მოგება 81 232 218 ლარი იყო. 

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წლის მე-4 კვარტალის მდგომარეობით, მისო-ების მთლიანი აქტივები შეადგენდა 1 879 170 672 ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 662 993 639 ლარი იყო. გასული წლის ბოლოს ბაზარზე 36 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.

სტუმარი: ნინო დევდარიანი - “საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია”, გამგეობის თავმჯდომარე;
 



Subscribe to our news

Get the main news of the day