Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მოსახლეობას შეშის ყიდვა ე.წ. „საქმიან ეზოებში" მოუწევს

BM.GE
10.05.21 23:22
363
სოფელში მცხოვრები მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ. "საქმიან ეზოებში" მოუწევს. აღნიშნულს "ტყითსარგებლობის წესი" ითვალისწინებს, რომელიც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. ცვლილებების მიხედვით, ტყეში შეშის მოჭრის უფლება მხოლოდ ოფიციალურ ორგანოებს ექნებათ - მათვე მოუწევთ პროდუქტის დახარისხება და დასაწყობება. ე.წ. საქმიანი ეზოები ყველა მუნიციპალიტეტში იქნება და შეშის გაყიდვა მოხდება ან აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით. როდიდან შედის ძალაში ცვლილებები და რას ითვალისწინებს ის?

Subscribe to our news

Get the main news of the day