მიგრანტების ზრდით გაზრდილი მოთხოვნა და ფულადი გზავნილები წელს საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის მთავარი მამოძრავებელი ორი ფაქტორია. მართალია გაზრდილია ინვესტიციებიც, თუმცა ჩანს, რომ ძირითადი ზრდა უკვე არსებული ინვესტორების მიერ განხორციელებულ რეინვესტირებაზე მოდის, რაც ძალიან კარგია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია ახალი ინვესტორების გამოჩენაც. მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის განახლებისა და ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნისთვის ემზადება. მოქმედი სტრატეგია 2020-22 წლებს მოიცავს და 78 გვერდზეა გაწერილი ის აქტივობები რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.
რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება საქართველოს ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის და არსებულის შენარჩუნებისთვის. რა განაცხადით უნდა წარდგეს ქვეყანა ინვესტორების წინაშე, რომლებიც რისკების მიუხედავად დღეს ჩვენს რეგიონში ფულის ჩადებას არ უფრთხიან. რა სჭირდება საქართველოს ინვესტორებისგან და ინვესტორებს საქართველოსგან?
სტუმარი: ქეთი ბოჭორიშვილი - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე;