Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული - წყლის სამყარო

BM.GE
20.02.22 14:24
313
ახლა ჩვენ მოგიყვებით ბიზნესზე, რომელმაც ოპერირება ბაზარზე 2018 წელს ოფისებისთვის განკუთვნილი 19 ლიტრიანი ბალონებით წყლის წარმოებით დაიწყო, ხოლო უკვე 2020 წლის მარტში, ზუსტად პანდემიის დროს, წარმოების გაფართოება გადაწყვიტა და მინისა და პეტის სხვადასხვა მოცულობის ბოთლებში ნატურალური მინერალური წყლის, გაზირებული წყლისა და ლიმონათის წარმოებაც დაიწყო. საუბარია კომპანია „ვოთერლენდზე“, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. კომპანია საათში დაახლოებით 12 ათასს ბოთლს აწარმოებს და ექსპორტზე 10 ქვეყანაში გადის. „ვოთერლენდს“ ჩვენი ჟურნალისტი, სალომე ჭიპაშვილი სტუმრობდა და „მხოლოდ ქართულის“ რუბრიკის ფარგლებში კომპანიის ისტორიასა და სიახლეებზე სიუჟეტიც მოგვიმზადა.

Subscribe to our news

Get the main news of the day