ნარჩენების მართვის რეფორმა - ბიზნესი ნარჩენების გადამუშავების პრობლემაზე საუბრობს
BM.GE
18.01.23 16:58
• 122
2023 წლიდან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ბიზნესმა ნარჩენების შეგროვება დაიწყო. საქმე ეხება ელექტრონული მოწყობილობების, აკუმულატორების, ბატარეების, მეორადი ზეთებისა და მეორადი საბურავების ნარჩენს, რომლის შეგროვებისა და შემდგომ უკვე გადამუშავების ვალდებულება ბიზნესს გასული წლის ივლისიდან აქვს. რა ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა გასული 6 თვის განმავლობაში და რას ელოდება კერძო სექტორი რეფორმისგან, რომლის მიმდინარეობის შეფერხებაზე კერძო სექტორი უკვე წლებია საუბრობს.