Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნიდერლანდების ელჩის ვიზიტი „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“

BM.GE
08.12.21 09:35
251
„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა. ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, „მოძრაობა ცვლილებისთვის“ პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ ფარგლებში თეგეტაში სატვირთოს პირველი მექანიკოსი ქალები ახალ პროფესიას ეუფლებიან. ვიზიტისას კომპანიის წარმომადგენლებმა ელჩს “თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი დაათვალიერებინეს. მააიკე ვან კოლდამმა პროექტის მონაწილეების სამუშაო გარემო შეაფასა და მათ ახალ საქმეში წარმატება უსურვა. დიპლომატმა, „თეგეტა თრაქ ენდ ბასისა“ და „მოძრაობა ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა შეხვედრაც გამართეს და პროექტის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. კამპანიის ,,პროფესიას არ აქვს გენდერი” ფარგლებში ქალებმა „თეგეტა აკადემიაში“ „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგის“ თვენახევრიანი თეორიული კურსი წარმატებით დაასრულეს. ისინი ახლა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში პრაქტიკულ სამუშაოს გადიან. სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ კი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდებიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day