Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნონა გაფრინდაშვილი #Netflix-ს უჩივის / ანალიტიკა - 17.09.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
17.09.21 15:52
412
ანალიტიკა - 17.09.2021_13:40 - გადაცემა სრულად

დღეს "ნიუ იორკ თაიმსში" ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის. ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი ეხება „ნეტფლიქსის“ მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში მიზანმიმართულად გაჟღერებულ მცდარ ცნობებს, ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსს“ სექსიზმში ადანაშაულებს. ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული 60-მდე კაცთან. სხვათაშორის, ნიუ იორკ თაიმსი იშველიებს ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას, რომლის სათაურიცაა - ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს. ამ ეტაპზე რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსისგან შეცდომის გასწორებას მოითხოვს და ასევე - მოთხოვნილია 5 მილიონი დოლარი. 2020 წელს სერიალის გაშვებიდან 1 თვეში ის უკვე 62 მილიონ ოჯახს ჰქონდა ნანახი. ნეტფლიქსი ამბობს, რომ პატივს სცემს ნონა გაფრინდაშვილის მიღწევებს, თუმცა ამ სარჩელს საფუძველი არ აქვს და თავს აუცილებლად დაიცავს. ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს იურიდიული ფირმა BLB, ამერიკელ კოლეგებთან ერთად დაიცავს.

სტუმარი: რუსუდან მაისურაძე - BLB; იურისტი

Subscribe to our news

Get the main news of the day