Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“პორშე ცენტრი თბილისის” განახლებული კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE
10.10.22 10:45
155
“პორშე ცენტრი თბილისის” განახლებული კონცეპტუალური შოურუმი destination porsche ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე როგორც პორშეს მფლობელებს, ასევე სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლეს. პორშეს განახლებული შოურუმი მომხმარებელს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებს. სერვის ცენტრი კი პორშეს მფლობელებს ყველა საჭირო სერვისით მოემსახურება. პორშეს შოურუმის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებისთვის ქართველმა არტისტებმა კონცერტი გამართეს. 

„პორშე ცენტრი თბილისის“ შენობა 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და შოურუმსა და სერვისცენტრს აერთიანებს. მთავარ დარბაზში 7 ავტომობილის გამოფენაა შესაძლებელი, საოფისე ზონაში კი 17 სამუშაო პლატფორმაა განლაგებული. ცალკე გამოიყო სივრცე იმ მომხმარებლისთვის, ვისაც სურს ავტომობილის დეტალები პირადად ადგილზევე შეარჩიოს. სპეციალურ ოთახში დამონტაჟებულია პორშეს კონფიგურატორიც.

სტუმარი: პეტრე წაქაძე - "პორშე ცენტრი თბილისის" დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day