პორტუგალიის მოდელი Covid19-ის მართვის კუთხით მთელი გასული წლის განმავლობაში იყო სამაგალითო. ამ ფაქტს ხსნიდნენ დროული და სწორი გადაწყვეტილებებითა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. ქვეყანაში არც სამედიცინო პერსონალის დეფიციტი იყო და არც სასუნთქი აპარატებისა თუ სხვა საჭირო ნივთების. მაჩვენებლებიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დაბალი ფიქსირდებოდა, თუმცა დღესასწაულების შემდეგ მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და დღეს პორტუგალია ინფექციოს გავრცელების ეპიცენტრია. რა შეცდომა დაუშვეს და როგორ უმკლავდებიან ინფიცირების მზარდ მაჩვენებლებს?