Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრეზიდენტის შეხვედრა მედიასთან

BM.GE
03.07.23 17:43
48
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას "სერიოზულად განიხილავდა", თუმცა იმდენად „შეაწუხეს“, რომ მიხვდა, ლაშა ხუციშვილი დამოუკიდებელი არ იქნებოდა. ეს განცხადება BMG-ის კითხვის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. პრეზიდენტსა და მმართველ უმრავლესობას შორის დაპირისპირება არამხოლოდ ამ თემაზე, სხვა საკითხებზეც ღრმავდება, მაგალითად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტში განაცხადა, ბოლო დროს ვაკვირდებით ტენდენციას, როდესაც პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების შეზღუდვა ორგანული კანონებით ხდება - ეს ტენდენცია შეიმჩნევა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში. მსხილაძის შეფასებით, მმართველი უმრავლესობის ინიციატივით “საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის როლს ამცირებს. რომ დავუბრუნდეთ, პრეზიდენტის შეხვედრას ჟურნალისტებთან, რა ძირითადი ეკონომიკური აქცენტები გაჟღერდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გასულ უქმეებზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე?

Subscribe to our news

Get the main news of the day